loader

რამდენად დროული და საჭიროა დეპუტატების ჩაცმულობის შესახებ ინიციატივის განხილვა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად დროული და საჭიროა დეპუტატების ჩაცმულობის შესახებ ინიციატივის განხილვა?

რამდენად დროული და საჭიროა დეპუტატების ჩაცმულობის შესახებ ინიციატივის განხილვა? - ამ თემაზე "პალიტრა TV"-მ გამოკითხვა ჩაატარა.

დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვისთვის დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის ავტორობით მომზადებული რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი გადის, რომლის თანახმადაც, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა, საპროტოკოლო-საქმიანთან ერთად, ეროვნულიც უნდა იყოს.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ ეს საპროტოკოლო-საქმიანი უნდა იყოს. დეპუტატ გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივით კი, რეგლამენტი იმასაც დაადგენს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა არა მხოლოდ საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით, არამედ ეროვნული ტანსაცმლითაც იქნება ნებადართული.

იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში ჩოხით მისვლას რეგლამენტი ჯერ არ ითვალისწინებს, "კონსერვატორები" პირველ ან საზეიმო სხდომებზე ყოველთვის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი მიდიან.