loader

ძლიერი წვიმების გამო ათენი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი წვიმების გამო ათენი დაიტბორა

ძლიერი წვიმების გამო საბერძნეთის დედაქალაქი დაიტბორა. უწყვეტმა წვიმამ ელჭექით, რომელიც პარასკევს დაიწყო, ათენის ქუჩებში სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.

ქვეყნის საგზაო სამსახურის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორილი და გადაკეტილია. შუქნიშნები არ მუშაობს, ელექტროენერგიის მიწოდება კი შეზღუდულია. ქალაქის მეტროს ზოგიერთი სადგური დროებით დაკეტილია.

ათენის მოსახლეობამ წყლის გატუმბვის მოთხოვნით კომუნალურ სამსახურს არაერთხელ მიმართა. ამ მიზნისთვის ათენის მთავრობამ 25 ავტომანქანა და 60-ზე მეტი ადამიანი გამოყო.


meteo.ambebi.ge