loader

უნდა დადგინდეს, თუ ვინ რა მიზნით შეუკეთა გიორგი სანაიას პოლიტიკური მკვლელობა - ვახო სანაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა დადგინდეს, თუ ვინ რა მიზნით შეუკეთა გიორგი სანაიას პოლიტიკური მკვლელობა - ვახო სანაია

ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს და უახლოეს მომავალში პროკურატურას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე მიმართავს, - ამის შესახებ დღეს, გიორგი სანაიას ძმამ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ახლობლები და ჟურნალისტები დღეს ტრადიციულად, გიორგი სანაიას დაბადების დღეზე მის საფლავზე შეიკრიბნენ. 

გიორგი სანაიას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს.

იხილეთ:

არსებობს ორი გზა, რომ გიორგი სანაიას საქმე გადაიხედოს - არჩილ კბილაშვილი