loader

ე.წ. ორთაჭალის კრიტი დაიხურა - ციხის უმძიმესი პირობები მედიამ პირველად გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. ორთაჭალის კრიტი დაიხურა - ციხის უმძიმესი პირობები მედიამ პირველად გადაიღო

სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება, ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, დახურვის დღეს აღნიშნული დაწესებულების დათვალიერება მედიის წარმომადგენლებმა შეძლეს. მედიასთან ერთად, დაწესებულებაში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება შენობის მომავალს, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რამდენიმე იდეა არსებობს, მათ შორის - შესაძლოა შენობა მუზეუმს გადაეცეს. ამასთან, მინისტრის თქმით, დაწესებულებაში ამნისტიის შემდეგ 600-მდე პატიმარი დარჩა, რომელთა ნაწილს დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა ამოეწურა და ისინი სხვადასხვა ნახევრად ღია დაწესებულებაში გადანაწილდნენ. პატიმრებს, რომლებსაც დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა კიდევ დარჩათ, მათი უმეტესობა რუსთავის #6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადანაწილდა, ნაწილი კი გლდანში გადაიყვანეს.

სოზარ სუბარის თქმით, დღეს ოკუპაციის დღეა და სიმბოლურად დაემთხვა აღნიშნული დაწესებულების დახურვას.