loader

"სანდრა მიცავს" - პრეზიდენტი აეროპორტში საკუთარი მანქანით, დაცვის გარეშე მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანდრა მიცავს" - პრეზიდენტი აეროპორტში საკუთარი მანქანით, დაცვის გარეშე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნისანის" მარკის ელექტრომობილით, დაცვის გარეშე მივიდა.

ელექტრომობილს თავად მიხეილ სააკაშვილი მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თბილისის მერი გიგი უგულავა მეუღლესთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საპარლამენტო უმცირესობის სხვა ლიდერები.

"ხუთი კვირაა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურს აქვს სერიოზული პრობლემები, დაცვის გარეშე დავდივარ. ჩვენ ვერავინ ვერ შეგვიშლის გადაადგილებას, ვერ შეგვიზღუდავენ ადამიანებთან შეხვედრას და ჩვენი ფუნქციების შესრულებას. ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია ამ თემაზე არ არის საჭირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ასევე იხილეთ:

დედაჩემს ძველ მანქანას გამოვართმევ და ვივლი - მიხეილ სააკაშვილი

კანონმორჩილი მძღოლი - პრეზიდენტის და პირველი ლედის გზა რეზიდენციიდან აეროპორტამდე

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში