loader

გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორი და ორი თვის წინ მიღებული მძიმე მემკვიდრეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორი და ორი თვის წინ მიღებული მძიმე მემკვიდრეობა

24-საათიანი რეჟიმი, მძიმე, პრობლემური და საპასუხისმგებლო სფერო - ეს გლდანის ციხის, მე-18 სამკურნალო დაწესებულების ახლად დანიშნული დირექტორის, ნიკა მაჭავარიანის სამუშაო პირობებია.

პროფესიით ექიმმა სამედიცინო სფეროში მხოლოდ 4 წელი იმუშავა. ნიკა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ წლების წინ მიტოვებულ პროფესიას სწორედ აქ - ციხეში დაუბრუნდა. 2 თვის წინ სასჯელაღსრულებაში მისულს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. გახმაურებული ფაქტები, შეურაცხყოფილი და განაწყენებული მსჯავრდებულები... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, პასუხისმგებლობის აღების არ შეშინებია.

დილის თათბირი, თანამშრომლებთან გასაუბრება და კონკრეტული მითითებები - ეს დირექტორის მოვალეობის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მსჯავრდებულებთან შეხვედრა და გასაუბრებაა, თითოეული მათგანი მისთვის მხოლოდ პაციენტია.