loader

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის საკითხს დააყენებს. როგორც ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ახალაიასთვის 50 000-იანი გირაოს შეფარდების საკითხს დააყენებს.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე 70-მდე მოწმის ჩვენებასაც წარადგენს და სასამართლოს მათი მტკიცებულებად მიღების შუამდგომლობით მიმართავს.

მალხაზ ველიჯანაშვილი სასამართლოს წინაშე დევნის შეწყვეტის შუამდგომლობის საკითხის დაყენებასაც გეგმავს. ბაჩო ახალაიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება.