loader

"უნდა შევხვედროდით, მაგრამ გადაიფიქრა" - ივანიშვილის და სააკაშვილის შეხვედრა ჩაიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა შევხვედროდით, მაგრამ გადაიფიქრა" - ივანიშვილის და სააკაშვილის შეხვედრა ჩაიშალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე დღეს "მე-9 არხის" კამერამ დააფიქსირა. ივანიშვილის თქმით, უარის მიზეზად სააკაშვილმა საზღვარგარეთ წასვლა დაასახელა.

"დღეს უნდა შევხვედროდით, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა" - განაცხადა ივანიშვილმა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.