loader

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტი გახსნილია - ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტი გახსნილია - ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტი გახსნილია - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქმე ეხება სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და ციხის სამკურნალო დაწესებულებებში 2006 წლის 26-27 მარტის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეს. 

ბაჩანა ახალაიას "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. ამ წუთებში "მატროსოვის" ციხეში ახალაიასთვის ბრალის წაყენების პროცედურები მიმდინარეობს.