loader

პრეზიდენტი პრემიერს შეხვედრას ორშაბათს სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი პრემიერს შეხვედრას ორშაბათს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს სთავაზობს, შეხვედრა ორშაბათს, დილით შედგეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა და იდეა იყო პრემიერთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია და უსაფუძვლო, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს.

მისივე თქმით, დაგროვდა საკმაოდ ბევრი საკითხი და პრეზიდენტის და პრემიერის მოვალეობაა, გაუგებრობის განმუხტვისთვის ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას.

ასევე იხილეთ: "უნდა შევხვედროდით, მაგრამ გადაიფიქრა" - ივანიშვილის და სააკაშვილის შეხვედრა ჩაიშალა