loader

შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიხეილ ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ორი "ეფ-1"-ის ტიპის ხელყუმბარა და ერთი საკვამლე კოჭა ამოიღეს.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება) მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.