loader

ჩემთვის არ არსებობს პირადი საკითხი, რომელიც ქვეყნის ინტერესზე მაღლა დგას - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემთვის არ არსებობს პირადი საკითხი, რომელიც ქვეყნის ინტერესზე მაღლა დგას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის საკითხზე ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების სანაცვლოდ ევაჭრებოდა.

"შეიძლება, ვიღაცისთვის დაცვის საკითხი პირადი კომფორტი და პრესტიჟის საკითხია, მაგრამ ჩემთვის არ არსებობს პირადი საკითხი, რომელიც შეიძლება დადგეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას, ამ მეთოდებით კონსტრუქციის მიღწევას მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი გუნდი მხარს დაუჭერს, თუმცა გარკვეული წინაპირობების სანაცვლოდ.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, კონსტიტუციაზე სასაუბროდ ის მზად არის, ორშაბათს პრემიერსაც შეხვდეს.

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის მიხედვით, პრეზიდენტმა ეს განცხადება თვითმფრინავში გააკეთა, თუმცა კონკრეტულად სად გაემგზავრა ქვეყნის პირველი პირი, დაკონკრეტებული არ არის.