loader

დედ-მამის დალოცვას უდიდესი ძალა აქვს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედ-მამის დალოცვას უდიდესი ძალა აქვს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის დედის დღესასწაული , "უფრო სწორად კი დედ-მამის დღესასწაული". "რატომღაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ ხოლმე, თუმცა, ეს არის მშობლების დღესასწაული.

ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე, რადგან "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". სამშობლო არის ჩვენი პირველი მშობელი, დედაც და მამაც. ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი ძალა აქვს და მადლმოსილია ღვთის ძალით.