loader

კანცელარიაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანცელარიაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დაიწყო

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა კანცელარიის მე-11 სართულზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში დახურულ ფორმატში იმართება. შეხვედრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

შეხვედრის შემდეგ განცხადებები მედიისთვის ცალ-ცალკე გაკეთდება - პრეზიდენტი შეხვედრის დეტალებზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პირველ სართულზე ისაუბრებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი - მე-12 სართულზე.