loader

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა - მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საინტერესო ნიშნავს, რომ არის ფუნდამენტური განსხვავებები მათ ხედვაში და ამას არც ერთი არ მალავს. "რამდენადაც არ უნდა გართულდეს ასეთი რაღაცების ერთმანეთისთვის თქმა, სწორია, რომ ჩვენ ეს საუბრები გვქონდეს გახსნილად და არა "ფეისბუქის" და ტელეკამერების საშუალებით. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, როგორ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში. აქ არის რამდენიმე ასპექტი. მე, როგორც პრეზიდენტი, ვარ საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ჩემთვის. ბოლო წლებში შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, ახალი ობიექტების გახსნას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან მთლიანად დაცლილია. ჩემთვის ასეთი უმოქმედობა მძიმე ტვირთია და რომ გითხრათ, კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე დღევანდელ ვითარებაში, ეს სიცრუე იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე იხილეთ: "საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი" - ბიძინა ივანიშვილი