loader

"თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება" - საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება" - საფრანგეთის საელჩოს პრესატაშე

საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბრისას საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ ქსავიერ როუარდმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ ENA-ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

"ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა; ასევე, იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც ვადასტურებ, რომ, როგორც ENA-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.

წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ იუსტიციის მინისტრს არ აქვს იურიდიული განათლება და, შესაბამისად - უფლება, იყოს იუსტიციის მინისტრი.