loader

იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად ადამიანები ქუჩებში გაიყინნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად ადამიანები ქუჩებში გაიყინნენ

ჩრდილოეთ იაპონიაში ძლიერი ქარბუქის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ნაკაშიბეტსუში მანქანაში გარდაცვლილი ოთხსულიანი ოჯახი აღმოაჩინეს. 40 წლის დედა და მისი სამი შვილი მანქანის გამონაბოლქვისგან დაიღუპნენ, რადგან თოვლში გაჭედილი მანქანის მაყუჩი თოვლით ამოივსო.

იმავე ქალაქში 23 წლის ქალი საკუთარ მანქანასთან ახლოს გაყინული იპოვეს. ქალაქ იბეტსუში 53 წლის მამაკაცი თოვლიან ველზე დაიღუპა. მას თავისი 9 წლის ქალიშვილი გულში ჰყავდა ჩაკრული. სერიოზული დაზიანებების მიუხედავად, გოგონა გადარჩა.