loader

ახალქალაქში მცხოვრებმა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალქალაქში მცხოვრებმა საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

შსს-ს ახალქალაქის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრებმა, 1964 წელს დაბადებულმა ღაზაროზ უ-მ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: 1 ტანკსაწინააღმდეგო და 1 "ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 10 მჭიდი, ავტომატური იარაღისა და მსხვილკალიბრიანი შაშხანის 1000-მდე ვაზნა და 1 ცალი "ბე-ემ" 22 ტიპის ფეთქებადი რაკეტა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.