loader

"ნუ იტაშფანდურებთ კრემლში" - პროტესტი "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ იტაშფანდურებთ კრემლში" - პროტესტი "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" აქტივისტებმა კულტურის სამინისტროსთან სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილი კონცერტი გააპროტესტეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "დროას" წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაგეგმა კრემლში "ერისიონის" კონცერტი, საინტერესოა, რატომ არ იყო ეს ცნობილი საზოგადოებისთვის უფრო ადრე. მისივე თქმით, თუ სამინისტრომ არ იცოდა აღნიშნული კონცერტის შესახებ, პასუხისმგებლობა მაინც ამ უწყებას უნდა დაეკისროს.

გარდა ამისა, თეონა ჭალიძემ ისიც განაცხადა, თუ "ერისიონმა" დამოუკიდებლად გადაწყვიტა კრემლში კონცერტის გამართვა, ამის გამო მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

"დროას" კიდევ ერთი აქტივისტის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი არ აპროტესტებენ რუსეთში კონცერტების ჩატარებას, თუმცა მათთვის მიუღებელია უშუალოდ კრემლში კონცერტის გამართვა.