X
მეგის ქარდავას არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ახალ ბრალდებას წაუყენებენ
15:28 / 09-03-2013
სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული მასალების საფუძველზე დაიწყო. პაიჭაძის განმარტებით, დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივლისს მეგის ქარდავას უკანონო დავალებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლება აღუკვეთეს აფხაზეთიდან დევნილ გ. ჩ.-ს.

პაიჭაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულები და დაკავებულები არიან თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი. ასევე, გიორგი სამუშიას და კოხტა კოდუას ბრალი წარედგინათ დაუსწრებლად.

პაიჭაძის თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე უკვე იშუამდგომლა დასახელებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას უახლოეს პერიოდში წარედგინება დაზუსტებული ბრალდება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო