loader

"ერისიონის" კონცერტი კრემლში და ერთი აქტივისტის პროტესტი ოკუპაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერისიონის" კონცერტი კრემლში და ერთი აქტივისტის პროტესტი ოკუპაციას

9 მარტს, კრემლის სამთავრობო სასახლეში, ანსამბლმა "ერისიონმა" კონცერტი გამართა. კონცერტის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოშობით ქართველი, აფხაზეთში დაბადებული აქტივისტი ლოლიტა ცარია მივიდა, რომელმაც ლოზუნგით: "ჯერ დეოკუპაცია, შემდეგ ნორმალიზაცია", პროტესტი გამოხატა სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კრემლში გამოსვლის გამო, მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარები ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში დგას.

ერთი ადამიანის პროტესტი დიდხანს არ გაგრძელებულა. ლოლიტა ცარიას კრემლის სასახლის მიმდებარედ განლაგებულმა დაცვამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. როგორც რუსული ბლოგები და საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცარია დააკავეს და რამდენიმე საათით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, აქტივისტმა თავის ფეისბუქის გვერდზე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და შთაბეჭდილებები გაუზიარა: "პიკეტის დროს, გავიგონე რამდენიმე ქართველის რეპლიკა, რომლებიც კონცერტზე მიემართებოდნენ. "მეტი საქმე არ აქვს" - ეს და მსგავსი უკმაყოფილო რეაქცია წამოვიდა ჩემს მიმართ. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს პოზიციას, თუმცა ეს ხმამაღლა არ გამოუთქვამთ" - წერს აქტივისტი მიმართვაში.

ასევე იხილეთ:

- "ნუ იტაშფანდურებთ კრემლში" - პროტესტი "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს

- "ერისიონი" სტავროპოლში - აპლოდისმენტები და შეძახილები - "საქართველო"