loader

"ერისიონი, ერის სიამაყე" - ანსამბლს აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერისიონი, ერის სიამაყე" - ანსამბლს აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ

ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას, - აღნიშნული განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გააკეთა. "ერისიონს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. ისინი აეროპორტიდან გამოსულ მოცეკვავეებს, მომღერლებს და მუსიკოსებს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დახვდნენ.

როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რუსეთში "ერისიონის" გასტროლები ტრიუმფით ჩატარდა.

"ქართული ხელოვნება სუფთა და კრიალაა. ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დავდექით. უნდა გავმიჯნოთ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკისგან და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ნუ იქნებიან რადიკალურები. მშვიდობა და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.

ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, რათა რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონოდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კრემლში "ერისიონის" მიერ კონცერტის ჩატარება გაეპროტესტებინა. თუმცა არანაირი ექსცესი არ მომხდარა.

იხილეთ:

- "ერისიონის" კონცერტი კრემლში ქართული დროშით და ხანგრძლივი აპლოდისმენტები

- "ერისიონი" კრემლში და ერთი აქტივისტის პროტესტი ოკუპაციას