loader

აქვს თუ არა ფულს სუნი? - საქართველოში შესაძლოა, სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქვს თუ არა ფულს სუნი? - საქართველოში შესაძლოა, სათამაშო ბიზნესი აიკრძალოს

სათამაშო ბიზნესი, რომლის მთავარი ხიბლი იღბალი და გამართლებაა, თავისივე კანონზომიერების წინაშე დგას. ახლო მომავალში შედეგიც შესაძლოა, ზუსტად ისეთი დაუდგეს, როგორიც რისკისა და თამაშის მოყვარულებისთვის უცხო არ არის - ყველაფერი ან არაფერი.

საკანონმდებლო ორგანო პირველ ეტაპზე სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის საკითხს განიხილავს. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მხარს შემდგომ მოსმენებზეც დაუჭერენ, ყველა სახის რეკლამა აიკრძალება.

აქვს თუ არა ფულს სუნი? არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები, რომლებიც თამაშის აკრძალვას მოითხოვენ, ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს და სახელმწიფოს ბიუჯეტი ამავე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცრემლისა თუ სისხლის ხარჯზე არ უნდა ივსებოდეს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია