loader

"ნუ ახდენთ ცოდნის ოკუპაციას" - ილიაუნი-ს სტუდენტების სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ ახდენთ ცოდნის ოკუპაციას" - ილიაუნი-ს სტუდენტების სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გააპროტესტეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ 50-მდე სტუდენტმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდამჭერი აქცია გამართა.

სტუდენტებს თან ჰქონდათ პლაკატები - "ნუ ახდენთ ცოდნის ოკუპაციას", "სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს". აქციაზე სკანდირებდნენ - "გაუმარჯოს აგრარულ უნივერსიტეტს", "გაუმარჯოს ილიას უნივერსიტეტს".

სტუდენტები სოლიდარობას უცხადებდნენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, ანალოგიური მათთანაც მოხდეს.