loader

შს მინისტრის ვიზიტი ინტერპოლში და მოლაპარაკებები ძებნილი პირების გადმოცემის საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს მინისტრის ვიზიტი ინტერპოლში და მოლაპარაკებები ძებნილი პირების გადმოცემის საკითხზე

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, ინტერპოლის სათავო ოფისში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ინტერპოლის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. დაისახა სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი მოსამზადებელი კურსები ანტიტერორისტულ და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მომდევნო კვირაში დაიწყება ერთობლივი I-Link-ის (ინტერპოლის მონაცემთა ბაზა, რომელიც 24 საათის განმავლობაში განახლებადია, არის უნიკალური და დინამიკური საოპერაციო სისტემა, რომელიც თავს უყრის მონაცემთა ბაზას მსოფლიოს მასშტაბით) ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრენინგები.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელს, შეხვედრაზე განიხილეს ძებნილ პირებთან დაკავშირებული საქმეები.