loader

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ელი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საფრანგეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, 1979 წელს დაბადებული ლევან ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 28 აბი "ბუპრენორფინი", ამავე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ხსნარით სავსე 2 სამედიცინო შპრიცი, "მარიხუანა" და "ჰაშიში" ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ "ბუპრენორფინი" დაკავებულმა საფრანგეთიდან ფარულად შემოიტანა. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს "ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) III ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

POLICE.GE