loader

საქართველო შესაძლოა, მალის მისიაში ჩაერთოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო შესაძლოა, მალის მისიაში ჩაერთოს

ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

როგორც საქართველოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მალის მისიაში საქართველოს ჩართვაზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა პირველად "ბრიუსელის ფორუმზე" გააკეთა. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა გასული წლის ბოლოს საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა. ამჟამად მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებენ. ამ ეტაპზე მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია 500-კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე, 70-კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება.

იხილეთ: მალი - ქვეყანა, სადაც შესაძლოა ქართველი ჯარისკაცები მისიით გაემგზავრონ

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია