loader

მამის დაკრძალვაზე მიმავალი შვილი ავარიაში დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამის დაკრძალვაზე მიმავალი შვილი ავარიაში დაიღუპა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში სათვალთვალო კამერებმა ერთ-ერთ გზაჯვარედინზე საშინელი ავტოავარია დააფიქსირა, რომლის მსხვერპლი 59 წლის მამაკაცი გახდა.

როგორც გაირკვა, "ტოიოტას" მძღოლი სერგეი შაცკი მამის დაკრძალვაზე მიიჩქაროდა. იგი დას შეუთანხმდა, რომ გაუვლიდა და ერთად წავიდოდნენ სასაფლაოზე, თუმცა სერგეიმ დის სახლამდე მისვლა ვერ მოასწრო. მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია გზაჯვარედინზე მომავალ დატვირთულ ტრაილერს. სატვირთო მაღალი სისწრაფით მოდიოდა და შეჯახების შემდეგ რამდენიმე მეტრზე ათრია სედანი. სერგეი შაცკი ადგილზევე გარდაიცვალა.


lifenews.ru-ის მიხედვით