loader

მერაბიშვილი გულწრფელად მეცოდება - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილი გულწრფელად მეცოდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ვანო მერაბიშვილი ამ ბოლო დროს საერთოდ არაადეკვატური გახდა და ძალიან სასაცილო განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომლებში დაბნეულობაა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი რატომღაც ძალიან ნერვიულობს. "ის ნერვიული სტრესი, როდესაც მან მიიღო, როდესაც არჩევნები წააგეს, როცა დაკითხვაზე იყო სამინისტროში დაბარებული... ძალიან შეშინებული იყო, სხვათა შორის, - მითხრეს. მე ის გულწრფელად მეცოდება. არავითარი დაბნეულობა პოლიციაში არ არის. ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებთ პოლიციაში. დაბნეული თვითონ არის, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.