loader

გურამ დონაძე რობაქიძის საქმეზე ახალ კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ დონაძე რობაქიძის საქმეზე ახალ კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები წარუდგინეს.

დონაძის თქმით, კადრებში ჩანს, რომ გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს. "გასროლიდან 39-ე წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, გოჩა მუკბანიანი დგას შემთხვევის ადგილზე, შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს პატრულს ტექსტით - "არიან დაკავებულები, დაჭრილები, არის იარაღი, გამოუშვით სასწრაფო", - აცხადებს დონაძე.

მისი თქმით, მუკბანიანი სასჯალაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა. დონაძე მოითხოვს, რომ მუკბანიანი იგივე ბრალდებით დააკავონ, რა ბრალდებითაც არის დაკავებული მაიზერ ლიპარტელიანი, რაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ "ვიდეოპატრულის" ყოფილმა ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა ერთი თვის წინ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავის გადაღებულ მასალაში იარაღი არ ყოფილა.

იხილეთ:

არის თუ არა დამონტაჟებული ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ვიდეომასალა?

"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტის თქმით, პირველად გადაღებულ მასალაში იარაღი არ უნახავს