loader

საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს - ირაკლი ალასანია

თავდაცვის დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ კუთხით მუდმივად მოწმდება, როგორც შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა, ისე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, პრაქტიკულად, ვითარება არ შეცვლილა. ვიტყოდი, მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თავდაცვის მთელი დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში", - განაცხადა ალასანიამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე დაწყებულმა მოლაპარაკებებმა სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა უფრო შეამცირა.

ამასთან, ალასანიას თქმით, საფრთხედ რჩება დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციური საფრთხე.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია