loader

"საღოლუმ!" - ბიძინა ივანიშვილის მილოცვა აზერბაიჯანულად ბაირამის დღესასწაულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საღოლუმ!" - ბიძინა ივანიშვილის მილოცვა აზერბაიჯანულად ბაირამის დღესასწაულზე

ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები მარნეულის ცენტრში დილიდან მიმდინარეობს. მარნეულელებს დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა. 

მარნეულელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მთავრობის სხვა წევრებმაც მიულოცეს. კერძოდ, მარნეულში იმყოფებოდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

ნოვრუზ ბაირამს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ტრადიციულად 21 მარტს აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს.