loader

ალასანიამ და ნორლანდმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანიამ და ნორლანდმა ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილეს

ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის
მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

შეიარაღებული ძალების მესამე და მეოთხე ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც.