loader

მამაკაცმა სიცოცხლის რისკის ფასად დამანგრეველი ტორნადო გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა სიცოცხლის რისკის ფასად დამანგრეველი ტორნადო გადაიღო

ავსტრალიელი მამაკაცი და მისი თანამგზავრი ტორნადოს გადავლას ბეწვზე გადაურჩნენ. 24 წლის დენიელ კლარკმა სიცოცხლის რისკის ფასად 50 მეტრის მოშორებით ჩავლილი დამანგრეველი ტორნადო ვიდეოზე დააფიქსირა. ქარბორბალა გზად ყველაფერს ანადგურებდა, კადრში ჩანს როგორ გაწყვიტა ქარის ძლიერმა მასამ ელექტროგადამცემი ხაზები. კლარკი კი სტიქიური მოვლენის გადაღებას განაგრძობდა. მძღოლმა და მგზავრმა ბოლოსდაბოლოს დაძრეს მანქანა და ტორნადოს "გაექცნენ".

ძლიერმა ტორნადომ ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილს 22 მარტს გადაურა. სტიქიურმა მოვლენამ სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები შეიწირა, 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტორნადოს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


ასევე იხილეთ:

- უზარმაზარმა მტვრის ქარბორბალამ მოედანს საფეხბურთო მატჩის დროს გადაუარა

- ამერიკელმა წყვილმა გიგანტური ტორნადოდან რამდენიმე კილომეტრში იქორწინა

- სამოყვარულო კამერით გადაღებული მეხის დაცემა