loader

5-ბალიანი შტორმი ბათუმში - დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ბულვარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5-ბალიანი შტორმი ბათუმში - დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ბულვარი

ბათუმის ზღვის სანაპიროებზე 5 ბალიანი სიმძლავრის შტორმი დაფიქსირდა. ბათუმის ახალ ბულვარში ძლიერმა შტორმმა საფეხმავლო ბილიკი წაიღო. დამტვრეულია მდებარე სკამები და დაზიანებულია ქვაფენილი. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ჰუსეინ სირაბიძის ცნობით, ზღვის ძლიერი ღელვა დილის 05.00 საათზე დაიწყო, რომლის სიმძლავრემაც 6 ბალამდე მიაღწია.

ძლიერმა შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც, ასევე ამ დრომდე ვერ ხერხდება დატბორილი ხიმშიაშვილის ქუჩის გაწმენდა. აღნიშნული ქუჩა ზღვის პირზე გადის და ტალღებმა ქუჩის საწრეტი მილები დააზიანა, რის გამოც ქუჩიდან წყალი არ გაედინება.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მსგავსი სახის სტიქია ბოლო რვა წლის განმავლობაში ბათუმის ზღვის პირზე არ დაფიქსირებულა.

სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვა ამ დრომდეც ბათუმის ბულვარის ბილიკებამდე ამოდის.

იხილეთ: უზარმაზარი ტალღები ქობულეთის სანაპიროზე - შტორმი შავ ზღვაში