loader

უზარმაზარი ტალღები ქობულეთის სანაპიროზე - შტორმი შავ ზღვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უზარმაზარი ტალღები ქობულეთის სანაპიროზე - შტორმი შავ ზღვაში

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე 40-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა ძლიერმა ქარმა წაიღო. შტორმის სიმძლავრე მატულობს და ზღვის წყალი ტროტუარზე ამოდის. ქალაქს გათიშული აქვს გაზმომარაგება, დაზიანებულია ელექტროსადენები. ასევე, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ტერიტორია დატბორილია, რამდენიმე მოსახლის ეზოში კი ზღვამ ინერტული მასალა შეიტანა. 

როგორც ქობულეთის გამგებელმა თენგიზ ზოიძემ აღნიშნა, დილის შემდეგ შტორმის სიმძლავრე მატულობს. გამგეობაში შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს დაადგენს.

იხილეთ: 5-ბალიანი შტორმი ბათუმში - დატბორილი ქუჩები და დაზიანებული ბულვარი

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია