loader

"დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებ!" - აღსრულების ბიუროს საპრევენციო სარეკლამო კამპანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებ!" - აღსრულების ბიუროს საპრევენციო სარეკლამო კამპანია

აღსრულების ეროვნული ბიურო ახალ საპრევენციო სარეკლამო კამპანიას იწყებს. ვიდეორგოლის სლოგანია: "აწონ-დაწონე რისკები! დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებდე!"

როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რგოლის შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოებას ნათლად ენახა ის სიტუაცია, რომელშიც დაუფიქრებლად მოქმედების შემთხვევაში ყველა მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს.

"გვინდოდა, ნათლად გვეჩვენებინა მდგომარეობის სირთულე და ტრაგიზმი, რაც მსგავს გამოსახლებებს ახლავს თან. საპრევენციო რგოლის მიზანია, უფრო დააფიქროს საქართველოს მოსახლეობა და მოუწოდოს, რათა უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ მსგავსი ფულადი ვალდებულებების აღებამდე შესაძლო გართულებებზე", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.