loader

შოკისმომგვრელი სანახაობა ფესტივალზე - გააფთრებულმა ხარმა მამაკაცი რქებზე წამოიცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი სანახაობა ფესტივალზე - გააფთრებულმა ხარმა მამაკაცი რქებზე წამოიცვა

ორი მამაკაცი გარდაიცვალა და 15-მდე ადამიანი დაშავდა ჩრდილოეთ კოლუმბიაში ხარებთან ბრძოლის ფესტივალზე. ერთ-ერთ მსხვერპლს, 46 წლის დენიელ კარდონას, ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. შემთხვევა სამდღიანი ფესტივალის მეორე დღეს მოხდა და მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე მსხვერპლი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა დამცველები მუდმივად აპროტესტებენ მსგავს ღონისძიებებს, კოლუმბიაში ხარებთან ბრძოლის ფესტივალი პოპულარობას წლიდან წლამდე იძენს.