loader

ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად წარადგინა.

ნაძალადევის რაიონში კოალიციის სახელით კენჭს იყრის თამარ კორძაია, ბაღდათში - პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - გიორგი კახიანი. როგორც ივანიშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, სამივე მათგანი საპარლამენტო არჩევნებზე აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებულების ღირსეული შემცვლელია.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამივე კანდიდატს კოალიცია "საკმაო დროის" განმავლობაში არჩევდა. "ჩვენ გავაკეთეთ უფრო სწორი და დახვეწილი არჩევანი, ვინაიდან ისინი პროფესიონალი იურისტები არიან", - განმარტა ივანიშვილმა.

შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.