loader

"ტაძრიდან გამოსული დახმარებული ადამიანი არ მინახავს" - ცხარე კამათი "აქცენტებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტაძრიდან გამოსული დახმარებული ადამიანი არ მინახავს" - ცხარე კამათი "აქცენტებში"

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა კვესიტაძის "აქცენტებში", 26 მარტის გადაცემაში, წარიმართა მსჯელობა საკითხზე "რა როლი აქვს ეკლესიას სოციალურად დაუცველების დახმარებაში და რამდენად წარმატებულად ასრულებს ამ როლს". გადაცემაში თემაზე სასაუბროდ ერთ-ერთ მთავარ სტუმრად მოწვეული იყო დეკანოზი ალექსანდრე გალდავა. მოგვიანებით გადაცემაში სტუდიიდან ჩაერთო ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. მსჯელობა კითხვაზე, რამდენად მიზანმიმართულად იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი და რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანაში ეკლესიების მშენებლობა იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეიძლება მოხმარდეს თანხა, სასულიერო პირსა და ჟურნალისტს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა.

გადაცემის თემამ და სტუმრების დიალოგმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია. ამის გამო "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "აქცენტები" წარმოადგენს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა არ ერევა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. შესაბამისად, გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს".