loader

"პოლიტპატიმარი წმინდანია თუ რა გგონიათ?" - ნანა კაკაბაძე მელორ ვაჩნაძის დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიტპატიმარი წმინდანია თუ რა გგონიათ?" - ნანა კაკაბაძე მელორ ვაჩნაძის დაკავებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციის, "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მელორ ვაჩნაძისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას არ ნანობს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს კაკაბაძემ განუცხადა, ვაჩნაძის მაშინდელი დაკავება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დღეს მეორედ დააკავეს მას შემდეგ, რაც მას საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, იგი რამდენიმე კვირის წინ ზურგში ბასრი საგნით დაჭრეს. ამჯერად ვაჩნაძე კახეთში სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის, კერძოდ კი, ღერძულა ხაზის არასწორი გადაკვეთისთვის "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც მელორ ვაჩნაძე მართავდა. გიორგობიანის ინფორმაციით, საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციას არ დაემორჩილა.