loader

ერთ-ერთ ჩვენებაში არის მინიშნება პავლიაშვილთან დაკავშირებით - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ-ერთ ჩვენებაში არის მინიშნება პავლიაშვილთან დაკავშირებით - არჩილ კბილაშვილი

"ადუაშვილის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ჩვენებაში არის მითითება სოსო პავლიაშვილზე, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ არის საკმარისად მიჩნეული, რათა დევნა დაიწყოს" - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა.

მთავარი პროკურორის თქმით, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. "სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისმგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ - არა პავლიაშვილის მიმართ" - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, სოსო პავლიაშვილთან მიმართებაში მინიშნება ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში გამოიკვეთა, თუმცა არჩილ კბილაშვილის თქმით, ქართველი მომღერლის წინააღმდეგ დევნის დასაწყებად ეს საკმარისი მტკიცებულება არ არის.

ტელეკომპანია მე-9 არხის ინფორმაციით, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე-9 არხზე დაყრდნობით, ინფორმაციას ავრცელებს რუსული ტელეკომპანია НТВ.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს.