loader

გირგვლიანის საქმეში მეხუთე პირია იდენტიფიცირებული - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გირგვლიანის საქმეში მეხუთე პირია იდენტიფიცირებული - არჩილ კბილაშვილი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შემხებლობა პოსტ-ინციდენტისეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა.

მისი თქმით, თუ ზოგიერთი საკითხის დაზუსტება არ ჩაითვლება, ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია, განსაკუთრებით კი გარდაცვალების შემდეგ ეპიზოდთან დაკავშირებით.

კბილაშვილის ინფორმაციით, დადგენილია მეხუთე პირის ყოფნის ფაქტი და მომხდარია მისი იდენტიფიცირებაც, რომლის შესახებაც დღემდე არავისთვის არაფერი იყო ცნობილი.

რაც შეეხება კაფეში მერაბიშვილის მეუღლის ჯგუფსა და მკვლელობის აღმსრულებლებს შორის შესაძლო კავშირს, მისი თქმით, ეს კავშირი დადგენილია თუ არა, კბილაშვილი არ პასუხობს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს ასპექტი სრულად არის გამოძიებული.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია