loader

პატრიარქი ექიმების რეკომენდაციით ფინეთში გაემგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი ექიმების რეკომენდაციით ფინეთში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ექიმების რეკომენდაციით ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრა .

პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მრევლმა და მეუფეებმა გააცილეს. უწმინდესის გამგზავრებამდე აეროპორტში კომენტარი გააკეთა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მისი თქმით, ეს არის გეგმიური სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც მის უწმინდესობას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩაუტარდება.

მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, ვიზიტი ხანმოკლე, დაახლოებით ორკვირიანი იქნება.