loader

ელექტროგადამცემ ხაზებზე "ჩაძინებული" მთვრალი მამაკაცი მაშველებმა "გააღვიძეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელექტროგადამცემ ხაზებზე "ჩაძინებული" მთვრალი მამაკაცი მაშველებმა "გააღვიძეს"

ჩინეთში, შანხინის პროვინციაში უცნაური ინციდენტი მოხდა. მთვრალი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, თავისი მდგომარეობის საშიშროებას ვერ აცნობიერებდა, ელექტროგადამცემ ხაზებზე აძვრა და ღამურასავით დაკიდებულმა იქ თითქმის ნახევარი საათი გაატარა.

როგორც ჩანს, მამაკაცს ჩაეძინა. ამასობაში გამვლელებმა სადენებზე "შემომჯდარი" უჩვეულო "ფრინველი" შეამჩნიეს, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და ადგილობრივ ელექტროსადგურს შეატყობინეს, რის შემდეგაც ელექტროენერგია მიმდებარე ტერიტორიაზე გამოირთო.

"ღამურას" დასახმარებლად ბოძზე მაშველი აძვრა, მაგრამ ამ დროს მამაკაცი ჩამოვარდა და სამაშველო ლეიბზე აღმოჩნდა. მოგვიანებით მთვრალმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ცუდ ხასიათზე იყო და ბევრი დალია, თუმცა როგორ აღმოჩნდა ელექტროგადამცემ ხაზებზე, მისთვისაც კი უცნობია.

ასევე იხილეთ:

როგორი გგონიათ თავი სიმთვრალეში და როგორ გამოიყურებით რეალურად (18+)

მთვრალი მამაკაცის "შეუსრულებელი მისია" - ჩასვლა ამომავალ ესკალატორზე

მთვრალი ქალი საავტომობილო გზაზე ხოხვით გადადის

მთვრალი ბიჭოლას ინტერვიუ რუსულად - ახალი ინტერნეტჰიტი