loader

დიღმის ხიდთან ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიღმის ხიდთან ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდთან, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთმანეთს BMW-სა და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანები გზის სავალი ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადავიდნენ. ავარიის შედეგად BMW-ს მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ როგორც სამაშველო სამსახური, ისე სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, დამტვრეული ავტომანქანებიდან სამაშველო ჯგუფმა ოთხი ადამიანი ამოიყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი. დაშავებულთაგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია; ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი მძღოლია და უკვე პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოძრაობა გადაკეტილია.