loader

ბაჩო ახალაიას ადვოკატები პროკურატურის მოწმეების ჩვენებების გაყალბებაზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას ადვოკატები პროკურატურის მოწმეების ჩვენებების გაყალბებაზე საუბრობენ

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეების ჩვენებები გაყალბებულია, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი მოწმის, ზურაბ გოგიჩაიშვილის ჩვენებაზე ხელი მოწერილი აქვს შალვა ალანიას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენებები გაყალბებულია.

პროცესზე აღნიშნული ხელმოწერის შესახებ თავად ალანიამაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა.
პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის აღნიშნულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმაც.