loader

ორ პირს ნარკოტიკული საშუალება საბერძნეთიდან გამოგზავნილ ამანათში აღმოუჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორ პირს ნარკოტიკული საშუალება საბერძნეთიდან გამოგზავნილ ამანათში აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად კარლო ც. და გიორგი კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავეები ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას 12 აბი "სუბოქსი" ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კარლო ც-ს და გიორგი კ-ს ნარკოტიკული საშუალება საბერძნეთიდან ამანათით, ტანსაცმელში დამალული გამოუგზავნეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.