loader

კადიროვის საყვარელი ცათამბჯენი Грозный-сити მთლიანად დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადიროვის საყვარელი ცათამბჯენი Грозный-сити მთლიანად დაიწვა

100-მდე მეხანძრე 7 საათის განმავლობაში ცდილობდა მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას, რომელიც გროზნოს ყველაზე მაღალ შენობაში, Грозный-сити-ში გაჩნდა. 40-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სპეციალისტების შეფასებით, 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, თუმცა მათ მესამე კატეგორიის სიძლიერის ხანძარი ვერ გაითვალისწინეს. სულ რაღაც 7 საათში კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა მთლიანად დაიწვა. 

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუირება, თუმცა ცეცხლს ვერაფერი მოუხერხეს, ვინაიდან ასეთ ხანძართან ბრძოლის სპეციალური ტექნიკა გროზნოში არ გააჩნიათ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, რომელმაც შენობის თბოიზოლატორის - პენოპლასტის აალება გამოიწვია. 18 ათას კვ/მეტრ ფართობზე და 145 მეტრის სიმაღლეზე მოდებული ხანძრის შედეგად კომპლექსის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ერთ-ერთი ფავორიტი და საამაყო შენობა იყო. თებერვალში კი ამ კომპლექსში ერთ-ერთი ბინა კადიროვმა მსახიობ ჟერარ დეპარდიეს აჩუქა.