loader

ინდოელი ფერმერები და შეშფოთებული ქართველი გლეხები ინდური ტელეკომპანიის სიუჟეტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელი ფერმერები და შეშფოთებული ქართველი გლეხები ინდური ტელეკომპანიის სიუჟეტში

საქართველოში ჩამოსახლებული ინდოელი ფერმერების შესახებ სიუჟეტს ამჯერად ერთ-ერთი ინდური ტელეკომპანია - NDTV ავრცელებს. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, პენჯაბელი ფერმერები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში ჩადიან, რადგან იაფი მიწები და ნოყიერი ნიადაგი აცდუნებთ. თუმცა ადგილობრივი ქართველი ფერმერები მათი ჩასვლის გამო შეშფოთებულნი არიან.

როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, საქართველოში უკვე აღარ უკვირთ ფერად ინდურ კოსტიუმებში გამოწყობილი ფერმერების დანახვა და მათ მიერ იმ მიწების დამუშავება, რომელთა დამუშავებაც ქართველებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვიტეს.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. სინგჰების 90% ამ საქმიანობითაა დაკავებული. ჩვენ სოფლის მეურნეობა სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი", - ამბობს NDTV-სთან საუბრისას ინდოელი ფერმერი რანჯობ სინგჰი.

"2011 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის წარმოების გაფართოება უცხოელთა იმიგრირების მხარდაჭერით გადაწყვიტა, რომელთაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნა და გამოცდილება აქვთ. თუმცა ყველა ქართველი არ არის ბედნიერი სოფლის მეურნეობის სექტორის ამგვარი განვითარებით", - აღნიშნულია ტელეკომპანია NDTV-ის სიუჟეტში.

"ყურადღება უნდა მიექცეს მიწების ყიდვის საკითხს. საკითხი უნდა მოგვარდეს ისე, რომ დაიცვას ჩვენი მიწების მფლობელები და არ მიჰყიდოს მიწები უცხოელებს", - აცხადებს NDTV-სთან საუბრისას "ქართველ ფერმერთა კავშირის" დამფუძნებელი რაულ ბაბუნაშვილი.

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოს ახალმა მთავრობამ უკვე დაიწყო სოფლის მეურნეობის დახმარებისკენ მიმართული პროექტების განხორციელება, რომელიც ადგილობრივი მოსავლის გაზრდისკენაა მიმართული. ამ მიზნით მთავრობა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვას, მათ შორის, ნიადაგის სარწყავი და თხევადი სასუქების გამოყენებას გეგმავს.

იხილეთ: "ინდოელი ფერმერები საქართველოში უკმაყოფილებას იწვევენ" - "ალ ჯაზირას" რეპორტაჟი კახეთიდან